ჩემი კლასის პროექტები
Saturday, October 1, 2016
Wednesday, September 28, 2016
მერვე დღე
დღეს განვიხილეთ ძალიან საინტერესო საკითხი- როგორ შევქმნათ ფონოგრამა. გავეცანით საინტერესო მასალებს. გადავხედეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს, სასწავლო გეგმას.
ჩვენი ტრენერი 1 წუთს არ კარგავს უსარგებლოდ. მადლობა მას.
Saturday, September 24, 2016
დღე მეშვიდე
დღევანდელი დღე მეტად მნიშვნელოვანი იყო. განვიხილეთ: მოსწავლეთა პროექტების შეფასება, შეფასების სტრატეგიები,შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები. ვიმუშავეთ ჯგუფებში, პრაქტიკულად შევასრულეთ რამოდენიმე აქტივობა. პასუხი გაეცა ტრენერის მიერ უამრავ გაურკვეველ საკითხებს. დიდი მადლობა დიმას.
Tuesday, September 20, 2016
მეექვსე დღე
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა. გარდა ამისა განვიხილეთ, როგორ უნდა დაიგეგმოს და შეფასდეს მოსწავლის ნაშრომი, დავიწყეთ მუშაობა პრეზენტაციაზე მოსწავლის როლში, ვისაუბრეთ ბევრ საინტერესო საკითხებზე.
Sunday, September 18, 2016
Saturday, September 17, 2016
დღე მეხუთე
დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარები, ვისაუბრეთ უკუკავშირზე, მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ შეფასებაში. ზოგიერთი მოსწავლისთვის ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს. მოსწავლეს სჭირდება ბევრი ახალი უნარის გამოყენების შესაძლებლობა; განსაკუთრებით: სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენა და მათი დაძლევის სტრატეგიის შერჩევა, თანატოლებისთვის უკუკავშირის გაზიარება და მათგან მიღება.
გავეცანით უკუკავშირის კომენტარის ნიმუშებსაც- დასაწყის ფრაზებს.
განვიხილეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებისა და სწავლების საკითხები, ინტერნეტში ძიების სხვადასხვანაირი საშუალებები, დაწვრილებით გავეცანით ძიების ხერხებს და ბევრ სხვა ჩვენთვის საჭირო საკითხებს.
დიდი მადლობა ბატონ დიმას ასეთი მრავალფეროვანი ინფორმაციის გაცნობისა და შესწავლისათვის.

Saturday, September 10, 2016
დღე მეოთხე
დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ დატვირთული იყო საინტერესო საკითხებით. განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების მიზანი პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და დასასრულს. ვიმუშავეთ მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე, გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს.
ვფიქრობ, გამიადვილდება საშინაო დავალების შესრულება.
მადლობა ჩვენს ტრენერს!
ვფიქრობ, გამიადვილდება საშინაო დავალების შესრულება.
მადლობა ჩვენს ტრენერს!
Subscribe to:
Posts (Atom)