Wednesday, September 28, 2016

მერვე დღე

დღეს განვიხილეთ ძალიან საინტერესო საკითხი- როგორ შევქმნათ ფონოგრამა. გავეცანით საინტერესო მასალებს. გადავხედეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს, სასწავლო გეგმას. ჩვენი ტრენერი 1 წუთს არ კარგავს უსარგებლოდ. მადლობა მას.

Saturday, September 24, 2016

დღე მეშვიდე

დღევანდელი დღე მეტად მნიშვნელოვანი იყო. განვიხილეთ: მოსწავლეთა პროექტების შეფასება, შეფასების სტრატეგიები,შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები. ვიმუშავეთ ჯგუფებში, პრაქტიკულად შევასრულეთ რამოდენიმე აქტივობა. პასუხი გაეცა ტრენერის მიერ უამრავ გაურკვეველ საკითხებს. დიდი მადლობა დიმას.

Tuesday, September 20, 2016

მეექვსე დღე

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა. გარდა ამისა განვიხილეთ, როგორ უნდა დაიგეგმოს და შეფასდეს მოსწავლის ნაშრომი, დავიწყეთ მუშაობა პრეზენტაციაზე მოსწავლის როლში, ვისაუბრეთ ბევრ საინტერესო საკითხებზე.

Saturday, September 17, 2016

                                                დღე   მეხუთე

   დღევანდელი  ტრენინგი  იყო  ძალიან  საინტერესო.  განვიხილეთ  21-ე  საუკუნის  უნარები,  ვისაუბრეთ  უკუკავშირზე,  მოსწავლეზე  ორიენტირებულ  გაკვეთილზე  მოსწავლეები  აქტიურ  მონაწილეობას  იღებენ  შეფასებაში.  ზოგიერთი  მოსწავლისთვის  ეს  შეიძლება  რთული  აღმოჩნდეს.  მოსწავლეს  სჭირდება  ბევრი  ახალი  უნარის  გამოყენების  შესაძლებლობა;  განსაკუთრებით:  სწავლის  პროცესში  სირთულეების  გამოვლენა  და  მათი  დაძლევის  სტრატეგიის  შერჩევა,  თანატოლებისთვის  უკუკავშირის  გაზიარება  და  მათგან  მიღება.
    გავეცანით  უკუკავშირის  კომენტარის  ნიმუშებსაც-  დასაწყის  ფრაზებს.
    განვიხილეთ  ტექნოლოგიების  გამოყენებასთან  დაკავშირებული  სამართლებრივი  და  ეთიკური  პრაქტიკის  მოდელირებისა  და  სწავლების  საკითხები,  ინტერნეტში  ძიების  სხვადასხვანაირი  საშუალებები,  დაწვრილებით  გავეცანით  ძიების  ხერხებს  და  ბევრ  სხვა  ჩვენთვის  საჭირო  საკითხებს.
     დიდი  მადლობა  ბატონ  დიმას  ასეთი  მრავალფეროვანი  ინფორმაციის  გაცნობისა  და  შესწავლისათვის.

Saturday, September 10, 2016

დღე მეოთხე

დღევანდელი  ტრენინგი  საკმაოდ  დატვირთული  იყო  საინტერესო  საკითხებით.  განვიხილეთ  განმავითარებელი  შეფასების  მიზანი  პროექტის  დასაწყისში,  მსვლელობისას  და  დასასრულს.  ვიმუშავეთ  მეთოდებზე  და  ინსტრუმენტებზე,  გავეცანით  პრეზენტაციის  ნიმუშებს.
 
       ვფიქრობ,  გამიადვილდება  საშინაო  დავალების  შესრულება.
 
       მადლობა  ჩვენს  ტრენერს!

Wednesday, September 7, 2016

დღე მესამე

დღეს  განვიხილეთ:  პროექტის  დაგეგმვისას  გასათვალისწინებელია  მოსწავლის  მოტივაცია,  ინტერესები,  რაც  კავშირში  უნდა  იყოს  სახელმწიფო  დაკვეთასთან,  სტანდარტთან,  ეს  ყველაფერი  კი   კავშირში  უნდა  იყოს  21-ე  საუკუნის  უნარებთან.
   
  განვიხილეთ  განახლებული  ბლუმის  ტაქსონიომიის  სიტყვები-ზმნების  კლასიფიკაცია.  აქ  ჩამოთვლილი  ზმნები  საშუალებას  მოგვცემს  ადვილად  შევარჩიო  დავალება,  აგრეთვე  გამოგვადგება  პროექტის  მიზნების  გაწერაში.

  გავეცანით  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებს.  შევადარეთ,  რა  განსხვავებაა  ზოგად,  თემატურსა  და  შინაარსობრივ  კითხვას  შორის.  სიღრმისეულად  განვიხილეთ  და  პრაქტიკულად  შევასრულეთ  დავალებები.უნდა  გავითვალისწინოთ,  რომ  ზოგად  კითხვაში  არ  გამოვიყენოთ  ზმნა,  რომელიც  პროექტის  სათაურშია.

  უკვე  მებადება  იდეები,  როგორ  დავგეგმო  საინტერესო  პროექტი.
.